ბისკვიტის მომზადების წესი: ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და დავუმატოთ მწიკვი მარილი, შემდეგ ეტაპობრივად ვუმატებთ შაქარსა და კვერცხის გულს. გამოვრთავთ მიქსერს და ხის კოვზით ან სილიკონის, ვუმატებთ ფქვილს ეტაპობრივად, თან ფრთხილად შევურიოთ. მასას გადავიტანთ საცხობ ფორმაზე. აუცილებლად დაუფინეთ საცხობი ქაღალდი. ღუმელი წინასწარ გახურებული ორივე წვაზე, 165-170 გრადუსზე, 55 წთ დაახლოებით, მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. ანალოგიურად მოვამზადე, მეორე ბისკვიტიც. მარწყვი დაახლოებით იყო, 1 კგ 300 გრ დავაყარე 200 გრ შაქარი, ამ სიროფით დავნამე ბისკვიტი. გამოვაცხვე 2 ცალი კლასიკური ბისკვიტი, საცხობი ფორმის დიამეტრი: 30/40. კრემის მომზადების წესი: საკმაოდ მყარი კრემია, შიგნით და გარეთ ერთი და იგივე კრემი მაქვს გამოყენებული. თბილ რძეში გავხსენი ფქვილი, სახამებელი და შაქარი. დავდგი ნელ ცეცხლზე, ვურიე განუწყვეტლივ. რომ წამოდუღდება, ცოტა ხანი ვურიოთ, რადგან ფქვილი, კარგად მოიშუშოს. შემდეგ გადმოვიტანე ჯამში და დავუმატე 200 გრ კარაქი, გადავაკარი სამზარეულოს პარკი და გავაციე ოთახის ტემპერატურაზე. დარჩენილი ოთახის ტემპერატურის კარაქი ავთქვიფე და დავუმატე შესქელებული რძე, შემდეგ ცივი ფაფა ეტაპობრივად სუფრის კოვზის დახმარებით + ვანილი. ბისკვიტები დავნამე, წავუსვი კრემი და მოვრთე სურვილისამებრ.