ჯამში მოვათავსოთ ფორთოხლის წვენი (თუ გამოწურვის დროს ყვითელი რბილობიც შეჰყვა, უფრო უკეთესია), დავამატოთ შემთბარი ნუშის რძე და შაქარი, ზეთი, ცედრა, ფორთოხლის ზეთი და ვანილი. მასა კარგად გავხსნათ ხელის სათქვეფელით. ბოლოს ჩავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი. უნდა მივიღოთ მაწვნის სისქის, შედარებით თხელი დასასხმელი მასა. მომცრო ზომის გამოსაცხობ ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტი, გადავიტანოთ კექსის მასა, თავზე შეგვიძლია მოვაყაროთ დაჭრილი ნუში. ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვით. ცხობას საშუალოდ 55-60 წუთი სჭირდება. გამომცხვარს მოვაფრქვიე შაქრის ფხვნილი.