ავიღე 3 ცალი ბადრიჯანი, 2 წითელი ბულგარული, 2 მწვანე ბულგარული, 1 ცალი მწვანე წიწაკა, 2-3 ცალი ხახვი, 4-5 ცალი პომიდორი და ერთი მთლიანი ნიორი, ამ ყველაფერს მოვაყარე მარილი, მოვასხი ზეთი და გამოვაცხვე ღუმელში 250 გრადუსზე. ცოტა რომ შეგრილდა დავკეპე, მოვაყარე ცოტა რეჰანი , ქინძი, ოხრახუში. შემდეგ ზემოდან მოვალაგე წინასწარ მომზადებული ქაბაბი. ქაბაბს ზემოდან დაფქული კოწახური მოვაყარე და გამოვაცხვე 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. კარგად რომ დაიბრაწა ზემოდან ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი გადავაკარი და ესეც გამოვაცხვე 250 გრადუსზე და ცხელსავე გადავუსვი კარაქი. ქაბაბის მომზადების წესი: 1კგ საქონლის ფარშს დავამატე 1 კვერცხი, მარილი და დაბლენდერებული ხახვი, ბულგარული ორივე, ქინძი, რეჰანი, ოხრახუში, ნიორი, ახალი წიწაკა და გემოვნებით ძირა და მარილი.