ვიეტნამური ქათმის სალათა
ვიეტნამური ქათმის სალათა
დრო 0წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1/2 ჩ.კ
  • ზეითუნის ზეთი - 5 ს.კ
  • ლიმონის წვენი - 3 ს.კ
  • წითელი ხახვი - 1
  • წითელი მწარე წიწაკა - 1
  • ქინძი - 1 კონა
  • მოხარშული ქათმის ხორცი - 400 გ
  • სტაფილო - 2
  • კომბოსტო - 1 პატარა თავი
  • მარილი და პილპილი
  • ჯანჯაფილი, ნედლი - 2-3 სმ
  • მოხალული არაქისი - 3 ს.კ
  • პიტნა - 3-4 ტოტი
მომზადების წესები
ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად, სტაფილო წვრილ, გრძელ ჩხირებად.

ქათმის ხორცი დაჭერით ან ხელით დაჩეჩეთ.  კომბოსტო თხლად  დაჭერით,   წვრილად დაჭერით პიტნა და  ქინძი და წითელი მწარე წიწაკაც (ან გამოიყენეთ დაფქული წიწაკა). ჯანჯაფილი ჯერ ძალიან თხელ ფენებად, შემდეგ კი ჩხირებივით დაჭერით. ყველაფერი ერთად მოვათავსოთ სასალათეში.

სოუსის ინგრედიენტები - ზეთი, ლიმონის წვენი, შაქარი, მარილი, პილპილი  ერთმანეთს შეურიეთ და მოასხით სალათს, კარგად ამოურიეთ, თავზე დააყარეთ მოხალული არაქისი და მიირთვით.