ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ ზეთი, რძე და წყალი, გამოვრთოთ მიქსერი, საცერით ჩავცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოვურიოთ ხის ან სილიკონის კოვზით, ბოლოს დავუმატოთ კენკრა. გადავიტანოთ ფორმებში 1/3. ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 25 - 30 წთ დაახლოებით, 170-180 გრადუსზე. მე გამოვიყენე ჟოლო, ალუბალი და მოცვი. ასევე, ძალიან კარგი გამოდის, ქიშმიშითა და შოკოლადით.