ფხვიერი ცომის მომზადების წესი: ვაფხვიერებთ 4 ჭიქა ფქვილს, 1-1 ჩ/კ სოდას და გამაფხვიერებელს, 250 გრ გამდნარ მარგარინს, 150 გრ შაქარს და 2 ც კვერცხის გულს. ამ ყველაფერს კარგად მოვზელთ, დავაგუნდავებთ და ცელოფნით ვინახავთ მაცივარში, თუ დიდი ხნით გინდათ შენახვა, მაშინ უფრო- საყინულეში. ამ ცომით ტარტსაც ვაცხობ და ზოგჯერ “ქრამბლსაც". ამჯერად ტარტის ფორმა მივეცი ფორმაში, დავჩხვლიტე ჩანგლით და ფრთხილად გადავუსვი გახეხილი ცოცხალი შინდი-დაშაქრული. შემდეგ კი მოვათავსე არაჟნის კრემ-მასა: 2 კვერცხი ავთქვიფე 1 ჭიქა შაქარში, 5 ს/კ სახამებელი, ცოტა ვანილი და 300 გ არაჟანი, ეს მასა ცხვება ტარტთან ერთად. სჭირდება დაახოლებით 40 წუთი 170 გრადუსზე, რომ ცომი დაიბრაწოს ოქროსფრად. ცალკე ვამზადებთ მარწყვის "კონფს": 300 გრამ დაჭრილ მარწყვს ვათავსებთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, ვაყრით 150 გრამ შაქარს და მივიყვანთ ადუღებამდე. ცალკე 50 გრამ წყალში გავხსნით 3 ს/კ კარტოფილის სახამებელს და ვუმატებთ ადუღებულ მარწყვს, მხოლოდ ერთი ორჯერ მოვურევთ. ორივე მასა რომ შეგრილდება მარწყვის "კონფს" ვათავსებთ ტარტზე და ვაჩერებთ სრულ გამყარებამდე ან მაცივარში, ან გრილ ადგილას 20-30 წუთი.