პამიდორი დავმდუღროთ, კანი გავაცალოთ და ბლენდერით დავაქუცმაცოთ ან გამოვიყენოთ პამიდვრის მზა პიურე (ტომატპასტას არ გირჩევთ ამ რეცეპტში!). ნიორი დავჩეჩქვოთ და ტაფაზე გაცხელებულ ზეთში ჩავაგდოთ, 1 წუთში ამოვიღოთ და გადავაგდოთ, ზეთში ჩავუმატოთ როზმარინის ტოტები და პამიდორი. ვშუშოთ 5 წუთი. ზეთისხილები დავჭრათ და ნიგოზთან ერთად დავუმატოთ საწებელს, შევანელოთ მწიკვი შაქრით, მარილითა და პილპილით, ვშუშოთ კიდევ 1-2 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.