საწურში ჩავყაროთ ბადრიჯანი, მოვაყაროთ 1 ს.კ. ზღვის მარილი და 30 წთ გავაჩეროთ, შემდეგ გამდინარ წყალში გავავლოთ, შევამშრალოთ და თუნუქის ფურცელზე დავყაროთ, მოვასხათ 2 ს.კ. ზეთი, შევწვათ 200 გრადუსზე 45 წთ-ის განმავლობაში. ამასობაში ჯამში ავურიოთ ლიმონის წვენი, 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი, ნიორი, დაღერღილი წიწაკა, 1/2 ჩ.კ. მარილი და 1/4 ჩ.კ. პილპილი. ცალკე თასში ავურიოთ პამიდორი, მწვანე ხახვი, ბულგარული წიწაკა, ზეთისხილი, ორეგანო და პიტნა. დავუმატოთ გაგრილებული ბადრიჯანი და მომზადებული საკაზმი. სასალათეზე დავაწყოთ რუკოლა, ზედ გადავანაწილოთ სალათა და მოვაყაროთ ფეტა.