ღვეზელი გუფთებით - ორიგინალური და გემრიელი
ღვეზელი გუფთებით - ორიგინალური და გემრიელი
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ
  • არაჟანი - 250 გ
  • ფქვილი - 150 გ
  • კვერცხი - 3
  • ყველი - 150 გ
  • გუფთები - 500 გ
მომზადების წესები
კვერცხი და არაჟანი ათქვიფეთ, დაუმატეთ, გამაფხვიერებელი, მარილი და ფქვილი. ცომი უნდა გამოვიდეს ნაზი და ფუმფულა, ოლადების ცომის მსგავსი.

გუფთები შეიძლება მზა, გაყინული გამოიყენოთ, ან თავად მოამზადოთ. თუ გაყინულია, 20-30 წუთი ოტახის ტემპერატურაზე გაადნეთ, ხოლო თუ თავად მოამზადებთ, მაშინ პირიქით, მსუბუქად გაყინეთ.

ცეცხლამძლე ჭურჭელს წაუსვით კარაქი ძირსა და კედლებზე. ჩაასხით ცომი და დაახეხეთ ყველი. ჩაალაგეთ გუფთები. გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში.
გამომცხვარ ღვეზელს მაშინვე ნუ დაჭრით, დააცადეთ რომ გუფთისგან გამოყოფილი ცომი ისევ შეიწოვოს.

შეგიძლიათ ინდივიდუალურ ფორმებშიც გამოაცხოთ, წვეულებისთვის ან პიკნიკისთვის. 

*გუფთების მომზადება ძალიან ადვილია: ფარშს შეურიეთ  ხახვი, ნიორი, კვერცხი, მარილი და წიწაკა.
ტეგები:
ცომი არაჟანი ყველი ნანახია: 13735