ცივი ნაღები ავთქვიფოთ, დავუმატოთ მოხარშული შესქელებული რძე, ( მთლიან ქილას ,მოვაკლოთ 2 სკ. შესქელებული რძე, დანარჩენი ავთქვიფოთ) და ვანილი. გადავიტანოთ თასში, დავაფაროთ თავსახური და მოვათავსოთ საყინულეში. მორჩენილი 2 სკ. შესქელებული რძე, გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე , დავუმატოთ დაქუცმაცებული თხილეული. შევდოთ საყინულეში და 15 წთ შემდეგ გამოვიტანოთ ნაყინი საყინულიდან, გადავურიოთ გამდნარი შესქელებული რძე და ნიგოზი და ისევ შევაბრუნოთ საყინულეში, ვაყოვნებთ 6 საათი.