კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად ამოვიყვანე, ეტაპობრივად დავამატე შაქარი და კვერცხის გულები, ვანილი და ბოლოს ფქვილი. გადავიტანე პერგამენტის ქაღალდი (კალკა) ჩაფენილ, ცხიმ წასმულ ფორმაზე და გამოვაცხვე 170 გრადუსზე. კრემის მომზადების წესი: ავადუღოთ რძე დავამატოთ, ფქვილი, შაქარი. სწრაფად ავთქვიფე, მაშინვე გასქელდა ფაფა, ვშუშე 10 წუთი. კარაქი დავამუშავე მიქსერით, დავამატე ოთახის ტემპერატურის შედედებული რძე, ცივი ფაფა და ბოლოს ვანილი. ეს მასა კარგად ავთქვიფე და კრემიც მზადაა წასასმელად. ბისკვიტი გავყავი 2 ნაწილად და დავნამე მარწყვის სიროფით. 1 დანამულ ბისკვიტს წავუსვი კრემი, შემოვალაგე მარწყვები და დავადე 2 ბისკვიტი, წავუსვი კრემი და მოვრთე ბალი და მარწყვით.