გარეცხილი და დაწურული ისპანახი მოვათავსოთ ჯამში,დავუმატოთ რძე,ზეთი,კვერცხი,მარილი,პილპილი და ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასა გავხადოთ.ნელ ნელა ვუმატებთ ფქვილს. გამოსაცხობ ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და წინასწარ გახურებულ ღუმელში,200 გრადუსზე ვაცხობთ 12-15 წთ. გამზადებული უნდა შევაგრილოთ და პერგამენტის ქარალდით დავახვიოთ როლად,ფორმა რომ შეინარჩუნოს.როგორც კი კარგად შეგრილდება გავშალოთ ,წავუსვათ ნებისმიერი კრემ ყველი,დავაფინოთ ორაგულის ნაჭრები და გადავახვიოთ როლად.უსწორმასწორო გვერდები ჩამოვაჭრათ და ვისიამოვნოთ მომზადებული გემრიელობით.