ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ არაჟანი, ზეთი, გამოვრთოთ მიქსერი. შემდეგ ჩავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოვურიოთ სილიკონის ან ხის კოვზით. შემდეგ საცხობ ფორმას, წავუსვათ ზეთი და მოვაყაროთ ძირზეც და გვერდებზეც ფქვილი, გადავიტანოთ მასის ნახევარი, გადავანაწილოთ ალუბალი ცომის მასაზე, დავფაროთ დარჩენილი მასით და ბოლოს მოვალაგოთ ისევ ალუბალი. ალუბალს გამოყენებამდე დავუმატე 1 ჩკ. სიმინდის სახამებელი ან ფქვილი გამოიყენეთ. ვაცხობთ 170-180 გრადუსზე დაახლოებით 50 წთ, მზაობა ხის ჩხირით შევამოწმოთ.