ოსპით და წაბლით ფარშირებული გოგრა
ოსპით და წაბლით ფარშირებული გოგრა
დრო 80წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბეკონი - 50 გ
  • ნივრის კბილი - 2
  • ხახვი - 1 თავი
  • ოსპი - 160 გ
  • გოგრა - 1, საშუალო ზომის
  • წაბლი - 12 ცალი
  • მარილი და პილპილი
  • მუსკატის კაკალი
  • ბულიონი - 450 მლ
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე.
გოგრას თავი წააჭერით, ამოასუფთავეთ და წაუსვით მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი.
ჩადეთ კარაქის ნახევარი და შეწვით ღუმელში დარბილებამდე.

ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით, წაბლი გაარჩიეთ. ქვაბში, დარჩენილ კარაქში დაბრაწეთ ბეკონინ და წაბლი, დაამატეთ ნიორი, ხახვი. შემდეგ დაამატეთ ოსპი და ბულიონი. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე ოსპის დარბილებამდე, დაახლოებით 30 წუთი. დაამატეთ მარილი და პილპილი.

შემდეგ ამ ფარშით ამოავსეთ გოგრა და კიდევ რამდენიმე წუთს დატოვეთ ღუმელში.

ტეგები:
ოსპი გოგრა წაბლი ნანახია: 4857