დავჭრათ ქამა სოკო. ავიღოთ ტაფა, ჩავასხათ ზეთი და დავიწყოთ სოკოს შეწვა (ტაფას სახურავს არ ვაფარებთ). სანამ ქამა სოკო შეიწვება, მანამდე დავჭრათ მწვანე ხახვი, ქინძი და ტარხუნა. შემდეგ სოკო წვენს რომ გაუშვებს, დავაყაროთ დაჭრილი პრასი, არ დაელოდოთ პრასის შეწვას და კარგად მოურიეთ, ჩათუშეთ. შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი მწვანილები: მწვანე ხახვი, ტარხუნა და ქინძი და განვაგრძოთ მოთუშვა. ასევე დავუმატოთ მწიკვი მარილი და 1 წუთის განმავლობაში ვთუშოთ.