ცივი ნაღები კარგად ამოვიყვანე, დავამატე შესქელებული რძე, ვანილი, კრემყველი და შაქრის პუდრი. სამზარეულოს ცელოფანზე მოვალაგე მრგვლად დაჭრილი მარწყვი, ზემოდან დავადე რძეში ჩამბალი სავოიარდის ორცხობილა, ნახევარი ნაღების კრემის მასა და ნელ-ნელა გადავახვიე (ვიდეოშია აღწერილი) და გავაჩერე მაცივარში მთელი ღამით, რომ კარგად გამყარებულიყო ტორტის მასა. ასევე რაც კრემი დამრჩა დავამატე 500 გრ დაჭრილი მარწყვი, გადავუსვი დაფენილ ორცხობილებს, ისევე დავალაგე ზემოდან ორცხობილა და გავყინე მთელი ღამით საყინულეში.