შუაზე გაჭერით ჩერი პომიდვრები და დაამანირადეთ. მარინადის მოსამზადებლად თასში შეურიეთ პომიდორი, ნივრის ფხვნილი, მარილი, წიწაკა, ზეითუნის ზეთი, ძმარი, ლიმონის წვენი და ბაზილიკი. მიღებული მასა გააჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, დაალაგეთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ფილე „ბიბილო“ და მოათავსეთ 250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში. ღუმელიდან გამოღების შემდეგ ფილეზე მოალაგეთ თხლად დაჭრილი მოცარელა და შეაბრუნეთ ღუმელში 2-3 წუთით, ვიდრე ყველი კარგად არ გადნება. ღუმელიდან გამოღებისთანავე გამომცხვარ ქათამს წაუსვით პესტო და დაალაგეთ დამარინადებული პომიდორი. R