კარაქი და შოკოლადის ნატეხები გავადნე მიკროტალღურ ღუმელში ,შეგიძლიათ წყლის ორთქლზეც გაადნოთ.ცალკე ჯამში გავთქვიფე კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე,შევურიე შოკოლადის მასა,კიდევ ვთქვიფე კარგად და ჩავაცერი ფქვილი.ფორმას წავუსვი კარაქი და მოვაყარე ფქვილი,ზედმეტი ფქვილისგან დავფერთხე კარგად.ჩავასხი ბრაუნის მასა და გამოვაცხვე ღუმელში 180 გრადუსზე 20-22 წთ.უგემრიელესი ბრაუნიც მზად არის.ძალიან უხდება ნაყინი.ისიამოვნეთ გემრიელი რეცეპტით.