თბილ რძეს დავამატე საფუარი, წინასწარ ათქვეფილი კვერცხი და შაქარი, ცხიმი, სუნელები, ქიშმიში, ფქვილი და მოვზილე ფაფუკი ცომი დავაყოვნე ერთი საათი კარგად, რომ ამოვიდა ისევ გადავზილე და ამოვაგუნდავე 500 გრ გუნდები. ისევ დავაყოვნე 20 წუთი, მივეცი ნაზუქის ფორმა და შევდგი 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სურნელი რომ გამოვიდა ცხობის,მაღლიდან გადავუსვი კვერცხის, რძის და შაქრის მასა, ისევ მივაბრძანე ღუმელში დაბრაწვამდე.