შოკოლადის ორგაზმი - ტორტი პროვოკაციული სახელით
შოკოლადის ორგაზმი - ტორტი პროვოკაციული სახელით
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ეს ტორტი იმდენად გემრიელია, რომ ბოლო ნამცეცამდე მიირთმევს ყველა :)  მომზადებაც მეტისმეტად ადვილია, სცადეთ :)

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1 ჭიქა
  • შოკოლადი - 230 გ (ცომისთვის)
  • ფქვილი - 1/4 ჭიქა
  • კვერცხი - 8
  • შოკოლადი - 220 გ (მინანქრისთვის)
  • ნაღები - 220 მლ
  • კარაქი - 200 გ
მომზადების წესები
გაადნეთ შოკოლადი და კარაქი ორთქლის აბაზანაზე, შეურიეთ შაქარი, ფქვილი და გათქვეფილი კვერცხის გულები.

ცალკე ათქვიფეთ ცილა და ჩაამატეთ ცომში.
აცხვეთ 190 გრადუსზე 20 წუთი. ამასობაში კი მოამზადეთ მინანქარი: ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი და ნაღები.

გაგრილებული ტორტი ფორმიდან ამოიღეთ და სქლად წაუსვით მინანქარი.

სუპერ-ტორტი მზადაა!
ტეგები:
ტორტი შოკოლადი კარაქი ნანახია: 22226