ცხვრის ნეკნებს ძვლებზე 5-6 სმ-ზე ჩავაცალოთ ხორცი. ხერხემლის მხარეს ძვლების გაყოლებაზე მსუბუქად დავსეროთ, მერე ადვილად რომ დაიჭრას. ყველა მხრიდნ წავუსვათ მარილი, პილპილი, ნიორი დ მოვაყაროთ ბეგქონდარა. ხორცის ნაჭერი თუნუქის ფურცელზე მოვათავსოთ და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთის განმავლობაში შევწვათ, შემდეგ დავუწიოთ ტემპერატურას 150 გრადუსამდე და კიდევ 10 წუთი გავაჩეროთ ღუმელში. ხორცი გამოვიღოთ, დავასვენოთ რამდენიმე წუთი და მერე დავჭრათ.