თევზი ოთხ ნაწილად გავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და როზმარინი. პამიდვრები დავჭრათ მსხვილად, სტაფილო სიგრძეზე, ლიმონი თხლად. გრილი ან გრილის ტაფა გავახუროთ, დავაწყოთ მომზადებული ინგრედიენტები და მოვასხათ ზეთი, შევწვათ ორივე მხრიდან. ბოსტნეულს მოვაყაროთ მარილი. შემწვარი ბოსტნეული და თევზი ამოვიღოთ თეფშზე და დაჭრილი ოხრახუში მოვაყაროთ.