კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ გათეთრებამდე, ჩავაცრათ ფქვილი და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე 45 წთ. ნაღები და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ მასკარპონე და კარგად გავთქვიფოთ. ცალკე 1 ჭ. ცივ წყალში გავხსნათ ჟელატინი,დავაცადოთ ამოფუვდეს. დროის გასვლის შემდეგ დაბალ ცეცხლზე დავდგათ, უნდა გაცხელდეს, არ უნდა ადუღდეს. შეგრილებული ჟელატინი შევურიოთ კრემს და კარგად გავთქვიფოთ. ავაწყოთ ჩიზქეიქი:ბისკვიტი შუაზე გავჭერი,1 ფენა ჟოლო მოვაყარე,ზემოდან კრემი მოვათავსე.დაჭრილი მარწყვი,მოცვი და ჟოლო ზემოდანაც დავადე.მთელი ღამე გავაჩერე მაცივარში. დილით უგემრიელესი ჩიზქეიქი მივირთვით