3 დღე გავაჩერე სამწნილე წიწაკა, რომ დაჭკნა კარგად, გავრეცხე და ლამაზად ჩავალაგე ქილებში. 1 ლიტრიან ქილას დავასხი ქაფქაფა ადუღებული წყალი და გავაჩერე სანამ მეორეს ავადუღებდი, გადავღვარე პირველი წყალი, დავამატე 1სკ. მარილი, 1სკ. ძმარი, 1 აბი სალიცილი, 1 ჩკ. მეოთხედი ლიმონმჟავა, დავასხი ისევ ცხელი წყალი და მოვხუფე. შევფუთე მთელი ღამით