ფრანგული კარაქის კრემი
ფრანგული კარაქის კრემი
დრო 30წთ
ულუფა 5
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ეს შესანიშნავი ფრანგული კრემი გამოგადგებათ ტორტებისთვის და  ქაფქეიქებისთვის. აქვს ჰაეროვანი, აბრეშუმისვით ტექსტურა და კარგად ინარჩუნებს ფორმას, ამიტომ მოსართავად შესანიშნავი ვარიანტია.

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კვერცხის გული - 6
  • დარბილებული კარაქი - 450 გ
  • წყალი - 1/4 ჭიქა
მომზადების წესები

კვერცხის გული თქვიფეთ 5 წუთის განმავლობაში. პარალელურად შაქარი და წყალი ცეცხლზე შემოდგით სიროპის მოსამზადებლად. ადუღეთ 2-3 წუთი.

მდუღარე სიროპი ფრთხილად, წვრილ ზოლად ჩაასხით ათქვეფილ კვერცხის გულში, თან განუწყვეტლად თქვიფეთ.

როცა სიროპი მთლიანად შეერევა გულებს და ნარევი ოთახის ტემპერატურას მიაღწევს,  დაჭრილი კარაქიც შეათქვიფეთ.

საჭიროების მიხედვით, შეგიძლიათ  კრემს მისცეთ სხვადასხვა ფერი

ტეგები:
ტორტი კრემი კარაქი ნანახია: 65478