გარგარს ამოვაცალოთ კურკები, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, რომ დაფაროს და წამოვადუღოთ. შეგრილებული ხილი გადავწუროთ, წვენი შევინახოთ. რბილობი საცერზე გავატაროთ, კანები კი გადავყაროთ. გარგარის მასა მწვანილთან, ნიორსა და სანელებლებთან ერთად დავაბლენდეროთ, გავაზავოთ მისივე ნახარში წვენით სასურველი კონსისტენციის მისაღებად.