გავრეცხე წიწაკა და შუაგული დანის წვერით გავჭერი. გავაჩერე 3-4 საათი რომ დაიწრიტოს წყლისგან. ზეთი, წყალი, ძმარი, შაქარი, მარილი წამოვადუღე, ჩავალაგე ნახევარი წიწაკა და 3 წუთი მოვშუშე (მეტი არ უნდა თორემ ჩაფლავდება), ამოვიღე დიდ სინზე წიწაკა და გადავანაწილე გასტერილებულ ქილაში, ნახარშს, დავუმატე წვრილად დაჭრილი მწვანილები, დაჩოფერებული ნიორი და მწარე წიწაკა, კარგად მოვურიე და ეს მასაც გადავანაწილე ქილებში. გავასტერილე ადუღებიდან 10-15 წუთი(მეტი არ უნდა)!