ფქვილს დავუმატოთ მწიკვი მარილი, შაქარი, კარაქი ჩავახეხოთ ან კუბიკებად დავჭრათ და ხელით გავაფხვიეროთ. დავუმატოთ თითო კოვზით ცივი წყალი და შევკრათ მყარი ცომი. მოვათავსოთ მაცივარში 30წთ. ნებისმიერი ხილი (მე ატამი გამოვიყემე) დავჭრათ საშუალო ზომებად. გავაბრტყელოთ ცომი დაახლოებით 3-4 მმ სისქეზე. მოვაყაროთ სახამებელი. გავანაწილოთ შუაში ხილი (გვერდები დავტოვოთ ცარიელი ასაკეცად). მოვაყაროთ ხილს შაქარი და ცომს გვერდები ავუკეცოთ ცენტრისკენ. წავუსვათ კვერცხის გული (შეიძლება მოვაყაროთ ნუშის ფანტელი ან ნიგოზი) და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე ოქროსფრად შეფერილობამდე.