ხორცი დავჭრათ პატარა კუბებად და სქელძირიან ქვაბში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ, დავახუროთ სახურავი. როცა ხორცი დარბილდება, დავაყაროთ პილპილი და მარილი, დავასხათ რძე და წამოვადუღოთ. ბოლოს დავუმატოთ დანაყილი ნიორი და დაჭრილი პიტნა. თუ გვსურს უფრო წვნიანი იყოს, რძით ან წყლით გავაზავოთ.