ბადრიჯანი მწვანილით, წიწაკით და ნივრით
ბადრიჯანი მწვანილით, წიწაკით და ნივრით
დრო 4წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი
  • მწარე წიწაკა, წითელი - 1/2
  • ქინძი (აუცილებლად), ოხრახუში, კამა, - 50-60 გ
  • ზეთი შესაწვავად - 1 ს.კ
  • ნივრის კბილი - 3-4
  • ბადრიჯანი - 400 გ
  • ძმარი - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
ბადრიჯანი გავჭრათ სიგრძეზე 1 სმ სისქის ნაჭრებად. ძალიან სწრაფად, მაღალ ცეცხლზე შევწვათ ორივე მხრიდან, ისე რომ მხოლოდ კანი შეებრაწოს. შემდეგ ბადრიჯნებს ისევ ტაფაში ჩავაბრუნებთ, თავსახურს დავაფარებთ და 7-8 წუთ ძალიან დაბალ ცეცხლზე მოვამზადებთ. ეს იმიტომაა საჭირო, რომ ბადრიჯანი ზედმეტი ცხიმით არ დამძიმდეს.  1 ს.კ ზეთი საკმარისი იქნება რომ კანი მოუბრაწოთ, შემდეგ კი თითქმის ორთქლზე მზადდება.  ბადრიჯნის მიერ გამოშვებული წვენი შევინახოთ და მზა კერძს დავამატოთ.

ნიორი და მწვანილი წვრილად დავჭრათ, წიწაკას თესლი გამოვაცალოთ, ისიც წვრილად დავჭრათ და შევურიოთ ერთმანეთს. დავამატოთ მარილი.

ბადრიჯანი გავაგრილოთ და ფენებად ჩავდოთ მინის ან ემალის ჭურჭელში, თან მწვანილის ფენა ჩავაყოლოთ. ზემოდან ძმარი მოვასხათ, მჭიდროდ დავახუროთ და შევინახოთ მაცივარში 24 საათი.
შემდეგ აიღეთ თონის პურის ნაჭერი, შუაში ჩაუდეთ ბადრიჯანი და გემრიელად მიირთვით :)