ღორის ხორცის რბილი ნაწილი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და შევწვათ ზეთში, მაღალ ცეცხლზე. დავუმატოთ გრძლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხახვი და ნიორი. ისევ მაღალ ცეცხლზე გავაგრძელოთ შეწვა, შემდეგ მოვაყაროთ სეზამის მარცვლები, მარილი, პილპილი, მოვასხათ სოიის სოუსი და გავაგრძელოთ ხორცის მომზადება დაბალ ცეცხლზე. 20 წუთში კერძი მზადაა.