დარბილებული კარაქი, ხაჭო, ფქვილი, გამაფხვიერებელი და შაქარი ავურიოთ და ერთგვაროვანი ცომი მოვზილოთ. ცომი გავაბრტყელოთ თხლად, ჩავდოთ ცხიმწასმულ ფორმაში და გვერდები 2 სმ-ზე ამოვუყვანოთ. ზედ გადავანაწილოთ ალუბალი. არაჟანი, კვერცხი, შაქრის პუდრი, ვანილის შაქარი და სახამებელი ავთქვიფოთ და მოვასხათ ალუბალს. ვისაც ტკბილი ნამცხვრები უყვარს, შეუძლია ცოტა მოუმატოს შაქრის პუდრის რაოდენობას. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წთ.