ბადრიჯანი გამოაცხვეთ ღუმელში დარბილებამდე, შეგიძლიათ ბადრიჯანი მოხარშოთ წყალში, არ აქვს მნიშვნელობა. შემდეგ ოდნავ გააგრილეთ და გათალეთ. გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა და გარეცხეთ. შემდეგ აიღეთ ხახვი, გაფცქვენით და გარეცხეთ. ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა და ხახვი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ვისაც ცხარე უყვარს, შეუძლია ცხარე წიწაკა დაუმატოს. გარეცხეთ პომიდორი და ასევე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 35-40 წუთის განმავლობაში, დროდადრო აურიეთ. 20 წუთის მომზადების შემდეგ დაასხით მზესუმზირის ზეთი, დაამატეთ შაქარი და მარილი გემოვნებით. მომზადებულ ხიზილალას დაუმატეთ დაჭრილი ნიორი და მოურიეთ.