ბადრიჯნებს ზემოდან ქერქი ავაჭრათ და ყველა მხრიდან დავჩხვლიტოთ ჩანგლით, მოვაყაროთ მარილი და დავაწყოთ ქაღალდდაფენილ თუნუქის ფურცელზე, მოვასხათ ზეთი და შევწვათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. დაჭრილი პრასი, სტაფილო, წიწაკა, ნიახური და პამიდორი ზეთში მოვშუშოთ, მოვაყაროთ მარილი და მწვანილი. პარალელურად მოვხარშოთ ბრინჯი მარილიან წყალში და გადავწუროთ. მოშუშული ბოსტნეული ავურიოთ ბრინჯში. შეგრილებული ბადრიჯნები სიგრძეზე გავსეროთ და გულში ჩავუდოთ ბოსტნეულისა და ბრინჯის მასა. ბადრიჯნები დავაწყოთ კვლავ თუნუქის ფურცელზე, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, სეზამის მარცვლები და რამდენიმე წუთით შევაბრუნოთ ღუმელში, სანამ ყველი გადნება და სეზამის მარცვლები მოიბრაწება.