გარეცხეთ ბადრიჯანი და გააშრეთ ქაღალდის პირსახოცით. კბილის ჩხირით მთელ ზედაპირზე დაჩხვლიტეთ, წაუსვით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე. გამოაცხვეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში. ბადრიჯნებს დააფარეთ ალუმინის ქაღალდი (ფოლგა) და დატოვეთ გასაცივებლად. შემდეგ კოვზით ამოიღეთ ბადრიჯნის გული თასში. მწვანილი წვრილად დაჭერით. ბადრიჯნებს დაუმატეთ დაჭერილი ნიორი, ტაჰინის პასტა, პაპრიკა, ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, დაფქული შავი პილპილი და მარილი. დააბლენდერეთ, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი მასა. ბაბაგანუში მოათავსეთ თეფშზე და მოაყარეთ მწვანილი.