ბულგარულს გამოვაცალე თესლი, ასევე გავასუფთავე ჭარხალი, სტაფილო და გავატარე ხორცსაკეპში, მივდგი გვერდით. 20 ლიტრიან ქვაბში ჩავასხი ზეთი, კარგად რომ გაცხელდა დავამატე ტომატ-პასტა, და კარგად მოვურიე+გატარებული ბულგარული, სტაფილო, წიწაკა ჭარხალი, მწარე წიწაკა,ვადუღე 2საათი თან ვურიე ბოლოს დავამატე სუნელები გატარებული ნიორი წამოვადუღე 10 წუთი, გადავიტანე ქილებში და მოვხუფე. მე ბოლოს სალიცილი დავამატე, ვისაც არ უყვარს არ დაამატოთ. ამ მასით გამოდის 14-15 ლიტრი.