თბილისური სალათა
დრო 10წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქინძი - 1 კონა
  • მარილი და პილპილი
  • მწარე წიწაკა, წითელი - 1/2
  • ნიგოზი - 50 გ
  • წითელი ხახვი - 1
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1
  • მოხარშული საქონლის ხორცი - 300 გ
  • ლობიოს კონსერვი - 1 ქილა
  • ნივრის კბილი - 2-3
  • ხმელი სუნელი
  • ზეითუნის ზეთი - 3-5 ს.კ
  • ძმარი - 1 ს.კ
მომზადების წესები
ხახვი თხელ ნახევარრგოლებად დავჭრათ, წიწაკა ჩხირებად, ხორცი კუბებად. მწარე წიწაკას თესლი გამოვაცალოთ და ძალიან წვრილად დავჭრათ, ნიორი დავჭყლიტოთ, ნიგოზი მსუბუქად მოვხალოთ და დავჭრათ. ლობიოს კონსერვს წვენი გადავუწუროთ.

ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ავურიოთ. დავამატოთ მარილი, პილპილი და ხმელი სუნელი, დაჭრილი ქინძი

მოვამზადოთ სოუსი: ზეითუნის ზეთი და ძმარი შევურიოთ და მოვასხათ სალათას.


Salad Tbilisuri – Healthy, spicy, beautiful
ტეგები:
წიწაკა ნიგოზი ლობიო სალათა ნანახია: 234763