თბილ რძეს დავამატე თბილი წყალი, საფუარი, მარილი, შაქარი და ცოტა ფქვილი, კარგად ავურიე ანუ გავააქტიურე აპარა. 10 წუთის შემდეგ დავამატე დარბილებული მარგარინი, კვერცხი , ფქვილი და მოვზილე საშუალო ცომი და ბოლოს გადავზილე ზეითუნის ზეთით. 1 საათის შემდეგ ამოვაგუნდავე 100-100 გრ გუნდებად, სიმითის ფორმა მივეცი (ვიდეოშია კარგად აღწერილი) ამოვავლე ბაქმაზის და წყლის მასაში. შემდეგ სეზამში და გადავიტანე "კალკა" (საცხობი ქაღალდი) დაფენილ ფორმაზე, მაშინვე გამოვაცხვე 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.