ხორცს ყოველთვის ვუცვლი პირველ წყალს, როგორც კი თავზე წამოვა შავი ნახარში, წყალს ვუღვრი, ვრეცხავ ხორცს, ვასხამ ცხელ წყალს და ვადუღებ ხორცის სრულ მოხარშვამდე. როცა ხორცი დარბილდება, წვენი გადამაქვს ცალკე ჭურჭელში. ხორცს ვამატებ დაჭრილ ხახვს და ვთუშავ ერთად. შემდეგ ვამატებ ტომატ პასტას და ისევ ვთუშავ 2-3 წთ. ვამატებ ხორცის ნახარშ წვენს და ვადუღებ 5წთ. ხარშვისას ვუმატებ სანელებლებს, კიტრის მარინადს, ბოლოს ნიორს და მწვანილს. ვადუღებ ისევ დაბალ ცეცხლზე 2წთ და კერძი მზადაა სერვირებისას მოვაყაროთ ცოცხლად მწვანილი და მივირთვათ გემრიელად