ხორცი, ხახვი და დუმა ძალიან მჭრელი დანით წვრილად დაკეპეთ. შეგიძლიათ ხორცსაკეპში გაატაროთ. დაამატეთ კოწახური, მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი. შეგიძლიათ მწვანილიც დაამატოთ. მიღებლი ფარში ხელით კარგად დაზილეთ. აუცილებელი პროცედურაა ფარშის "ცემა" : ფარშს იღებთ და ახეთქებთ მაგიდაზე . ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. შემდეგ ფარში 2 საათით მაცივარში დადგით. ფარში შემოაცვიეთ გაცხელებულ შამფურზე და შეწვით ნაკვერჩხალზე, ან კარგად გახურებულ ღუმელში. როცა ჩანგლის ჩარჭობისას არომატული, გამჭვირვალე წვენი გამოუვა, ქაბაბი მზადაა. მოაყარეთ დაჭრილი ხახვი და მწვანილი, გაახვიეთ ლავაშში. გემრიელად მიირთვით.