ხელთათმანები ჩავიცვათ, გავასუფთაოთ წითელი წიწაკა თესლისგან. კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ ნაწილებად. ნიორიც გავასუფთაოთ. ბლენდერში კარგად ავთქვიფოთ ნიორი და წიწაკა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ბლენდერში დავამუშავოთ მწვანილი (ქინძი, კამა, რეჰანი) და დავამატოთ წიწაკისა და ნივრის მასას. ნიგოზიც დავფქვათ ბლენდერში და დავამატოთ აჯიკას. ბოლოს დავამატოთ ყველა სუნელი და მარილი. დავდგათ ნახევარი საათით, შემდეგ გადავანაწილოთ სუფთა ქილებში, დავაფაროთ თავსახურები და შევინახოთ მაცივარში.