დავჭერი პატარა კუბიკებად ხორცი, დავასხი წყალი და ავადუღე, თან მოვქაფე, გავრეცხე ცხელ წყალში. ცალკე ქვაბში გადავიტანე ხორცი, დავამატე დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთლები და ღვინო, რომ ჩაიშრო ღვინო, დავამატე კარაქი და მოვშუშე კარგად. შემდეგ დავამატე ფქვილი ტომატი, დავასხი მდუღარე წყალი და ვადუღე ხორცის მოხარშვამდე. შემდეგ დავამატე წვრილად დაჭრილი მწვანილი, ნიორი და მარილი. შემდეგ წამოვადუღე ორი წუთი და გამოვრთე.