ცხელი შოკოლადი მარილიანი კარამელით
ცხელი შოკოლადი მარილიანი კარამელით
დრო 20წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნაღები 35 % - 250 მლ
  • კარამელის სოუსი - 50 გ
  • შავი შოკოლადი - 100 გ
  • ლიქიორი ან რომი სურვილით
მომზადების წესები
კარამელის მომზადების შესახებ წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ ნუ აადუღებთ. დაამატეთ დამტვრეული შოკოლადი და კარგად აურიეთ რომ გადნეს და ერთგვროვანი მასა გახდეს. ჩაამატეთ თბილი კარამელი და მოურიეთ. ჩაასხით ჭიქებში, ზემოდან მოაყარეთ მწიკვი ზღვის მარილი. სურვილის შემთხვევაში ლიქიორი ან რომი ჩაამატეთ.
ტეგები:
სასმელი შოკოლადი კარამელი ნანახია: 5099