კვერცხის ცილა ამოვიყვანე მწიკვ მარილთან ერთად, მასის გამყარებამდე. ეტაპობრივად დავამატე შაქარი და კვერცხის გული, თაფლი და გამაფხვიერებელი, ნიგოზი, ფქვილი და ხელით გადავურიე, გადავიტანე ფორმაზე. შემდეგ გამოვაცხვე წინასწარ გახურებულ 180 გრადუსზე (მალე ცხვება ფრთხილად იყავით, არ დაგეწვათ). ცხელივე, სველი ჭურჭლის ტილოს დახმარებით გადავახვიე, დავტოვე გაგრილებამდე. შემდეგ რომ გაგრილდა, გადავუსვი კრემი გადავახვიე, გარედანაც, კრემი გადავუსვი, ისევ მოვაყარე დაჩოფერებული გვერდები და გავაფორმე კრემით და ნუშით. კრემისთვის კარაქი და მოხარშული შესქელებული რძე კარგად ავთქვიფე და დავამატე ვანილი.