კვერცხს ვამატებთ შაქარს და დავდგამთ ორთქლზე, ვურევთ გამუდმებით სანამ შაქარი არ გაიხსნება და ტემპერატურა არ მიაღწევს 80 გრადუსს (4-5 წუთი დაახლოებით). გადმოვდგამთ, გავაციებთ და ვამატებთ კრემ-ყველს, ცალკე ამოვიყვანთ ნაღებს გამყარებამდე და გავაერთიანებთ. ჩხირებით ამოვავლებთ ყავაში (მე გამივიყენე 2ჩ/ჭ წყალი,4ჩ/კ ხსნადი ყავა,რომი სურვილით) და გადავიტანთ ფორმაში, შემდეგ კრემი, ჩხირები, ისევ კრემი და ბოლოს მოვაყრით კაკაოს და დავაყოვნებთ მაცივარში 6 საათი.