გარეცხილი ფორთოხალი დავჭრათ პატარა ნაჭრებად კანიანად და დავაბლენდეროთ ანუ დავაჩოფეროთ, თუ გაუჭირდა დაამატეთ ზეთი, ბლენდერშივე დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები რაც ზემოდ ჩამოვწერე, ფქვილის და გამაფხვიერებლის გარდა, ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად ნელ-ნელა გადაურიეთ მიღებულ მასას ხის ან სილიკონის კოვზით. მომზადებული ცომი მოათავსეთ ქაღალდ დაფენილ და ცხიმწასმულ ფორმაში. ღუმელი გაახურეთ წინასწარ მითითებულ ტემპერატურამდე. ჩაურთეთ ჰაერის ჭავლიც ანუ ვენტილაცია. ფორმის ზომა 30x22 სმ. ცხობა 180 გადუსზე, ზედა - ქვედა წვით. ცხობის დრო 35-40 წუთი.