1 კგ ქამა სოკო და 1 კგ ხის სოკო გასუფთავებული შევწვით ზეთში. ცალკე ტაფაზე 3 თავი წითელი ხახვი მოვშუშეთ, დავამატეთ ოქროსფრად დაბრაწული ორივე სოკო, დავასხით 100 გრ თეთრი ღვინო, დავადეთ 2-3 ფოთოლი დაფნა, დავაფარეთ თავი და ნელ ცეცხლზე ჩავშუშეთ. შემდეგ მოვაყარეთ წვრილად დაჭრილი 2-3 ცალი წითელი ბულგარული და ასევე მარილი და შავი პილპილი. ბოლოს კი წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში.