3 კგ გასუფთავებულ ფაშვს და ფეხებს დავაყარე 1 მუჭი სოდა, დავასხი წყალი რომ დაიფაროს და ერთი საათით გავაჩერე. შემდეგ გავრეცხე გამდინარე წყალში, დავასხი ისევ წყალი და წამოვადუღე, თან მოვქაფე. პირველი ნახარში გადავღვარე, დავასხი ისევ ბლომად წყალი და მოვხარშე, საკმაოდ დიდი დრო უნდა მოხარშვას. შემდეგ დავამატე 1 ლიტრი რძე, წამოვადუღე და გამოვრთე. დავნაყე ნიორი და მოვაყარე მარილი.