1 კგ ლობიო, წინა ღამით კარგად გაარჩიეთ და გარეცხეთ, დატოვეთ მთელი ღამე წყალში. ლობიანის გულსართისთვის დაგჭირდებათ, კარგად მოხარშული ლობიო, შეგიძლია დაფნასთან ერთად მოხარშოთ. მოხაშვის შემდეგ კარგად ჩაჭყლიტეთ ან გაატარეთ მანქანაში, დაუმატეთ გემოვნებით მარილი, 3-4 პატარა ზომის ხახვი (წვრილად დაჭრილი), მოთუშეთ ზეთსა და კარაქში. მოთუშული ხახვი შეაზავეთ ლობიოში და ბოლოს გემოვნებით შეგიძლიათ დაუმატოთ პილპილი. ცომისთვის დაგჭირდებათ 1 კგ ფქვილი, 1.5 ს/კ გრანულებიანი საფუარი, 1 ჩ/კ შაქარი, 1 ს/კ მარილი, თბილი წყალი ( არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ცხელი წყალი). წყალი გამოიყენეთ იმდენი, სანამ ცომი არ შეიკვრება ერთიან მასად და ბოლოს დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი ზეთი და დაელოდეთ ამოსვლას. მე გამოვაცხვე ტაფაზე, ბოლოს აუცილებლად გადაუსვით კარაქი უკეთესი გემოსთვის, შეგიძლიათ ღუმელშიც გამოაცხოთ მზაობამდე!