წინასწარ მომზადებულ კომბოსტოში (ვიდეოშია აღწერილი) და გადავახვიე სათითაოდ, გადავიტანე შუშის ფორმაში. ზემოდან დაფნა და ერთი ვაშლი მოვალაგე, მოვაყარე კოწახური, ძალიან უხდება. შემდეგ დავასხი სახლის ტომატი, 300 გრ წყალი და გამოვაცხვე ღუმელში. შემდეგ მზა ტოლმას ზემოდან წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოვაყარე. არ დამიმატებია ნიორი, სოკოს არ უხდება, თავის გემოზე გადაჰყავს.